იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები დაიშვებიან
იტალიაში 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები დაიშვებიან

იტალიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად აიცრან.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, უმეტესობა დელტა შტამით არის დაავადებული. ვირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად იტალიაში 128 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.