იტალიაში 3 აპრილამდე ყველა სპორტული ტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის
იტალიის მთავრობამ დაადგინა, რომ ყველა სპორტული მოვლენა ქვეყანაში 3 აპრილამდე მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.
ეს განკარგულება ვრცელდება მთელს ქვეყანაში, მათ შორის იმ ოლქებში, რომლებიც ჯერ არ დაზარალებულა ინფექციისგან. ბრძანებაში ასევე წერია, რომ კლუბები პასუხისმგებლები არიან საკუთარი სპორტსმენებისა და თანამშრომლების რეგულარულ შემოწმებაზე.
იტალიაში კორონავირუსის უკვე სამი ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 107 ადამიანი გარდაიცვალა.