იტალიას ევრო 2028-ის ან მსოფლოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, რამდენიმე წელიწადში ევრო 2028-ის ან მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული გუნდი ევროპის მოქმედი ჩემპიონია – „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.
„ჩვენ გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს, აგრეთვე მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. “, – განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.