იტალიას ერთი ქულა აშორებს ევროპის ჩემპიონატამდე – ევრო 2024-ის შესარჩევი, C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* იტალია გავა ევროპის ჩემპიონატზე, თუ 20 ნოემბერს ლევერკუზენში უკრაინის წინააღმდეგ ქულას აიღებს.
* ჟორჟინიომ იტალიის ნაკრებში ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა პენალტი.
* იტალიამ 2003 წლის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ ორ საშინაო მატჩში, მინიმუმ, ოთხი გოლი გატანა.
* მატეო დარმიანმა 2960-დღიანი პაუზის (2015 წლის 10 ოქტომბერი) შემდეგ გაიტანა გოლი იტალიის ნაკრებში. ეროვნულ გუნდში გოლებს შორის უფრო გრძელი პაუზა ფაბიო კუალიარელას ჰქონდა – 3122 დღე.
* ინგლისს მხოლოდ ორი დარტყმა ჰქონდა პირველ ტაიმში, აქედან არცერთი ზუსტი არ ყოფილა, რაც პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.
* ჰარი კეინმა 2023 წელს 48-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ლიდერ ერლინგ ჰალანდს. ამ დუეტს ორი გოლით ჩამორჩება კრიშტიანო რონალდო.
* ევრო 2024-ის შესარჩევში კეინს რვა გოლი აქვს და ჩამორჩება 10-10 გოლის ავტორებს – კრიშტიანო რონალდოსა და რომელუ ლუკაკუს.
* კეინმა მიმდინარე სეზონში კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში 33 ქულა (25+8) დააგროვა.
* კოულ პალმერი „ჩელსის“ მე-13 ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ინგლისის ნაკრებში გარეტ საუტგეიტის მწვრთნელობისას. ლონდონური კლუბი ლიდერია ამ მაჩვენებლით.
ინგლისი-მალტა 2:0
გოლები: 1:0 პეპე (8-საკ.კარში), 2:0 კეინი (75)
ინგლისი: პიკფორდი, ტრიპიერი, მაგუაირი, გეჰი, ტომორი (46. საკა), ალექსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი (61. რაისი), გალაჰერი (46. უოკერი), ფოდენი, კეინი, რეშფორდი (61. პალმერი).
იტალია-მაკედონია 5:2
გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45), 3:1 ატანასოვი (52), 3:2 ატანასოვი (74), 4:2 რასპადორი (81), 5:2 ელ-შაარავი (90)
იტალია: დონარუმა, დარმიანი, აჩერბი, გატი, დიმარკო, ბონავენტურა (62. ფრატეზი), ჟორჟინიო (62. კრისტანტე), ბარელა, ბერარდი (76. ელ-შაარავი), კიეზა (62. ძანიოლო), რასპადორი (90. სკამაკა).
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ინგლისი | 7 | 6 | 1 | 0 | 21-3 | 19 |
| 2. იტალია | 7 | 4 | 1 | 2 | 16-9 | 13 |
| 3. უკრაინა | 7 | 4 | 1 | 2 | 11-8 | 13 |
| 4. მაკედონია | 7 | 2 | 1 | 4 | 9-19 | 7 |
| 5. მალტა | 8 | 0 | 0 | 8 | 2-20 | 0 |
ბოლო ტური. 20 ნოემბერი
მაკედონია-ინგლისი
უკრაინა-იტალია