იტალიას ერთი ქულა აშორებს ევროპის ჩემპიონატამდე - ევრო 2024-ის შესარჩევი, C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* იტალია გავა ევროპის ჩემპიონატზე, თუ 20 ნოემბერს ლევერკუზენში უკრაინის წინააღმდეგ ქულას აიღებს.
* ჟორჟინიომ იტალიის ნაკრებში ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა პენალტი.
* იტალიამ 2003 წლის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ ორ საშინაო მატჩში, მინიმუმ, ოთხი გოლი გატანა.
* მატეო დარმიანმა 2960-დღიანი პაუზის (2015 წლის 10 ოქტომბერი) შემდეგ გაიტანა გოლი იტალიის ნაკრებში. ეროვნულ გუნდში გოლებს შორის უფრო გრძელი პაუზა ფაბიო კუალიარელას ჰქონდა – 3122 დღე.
* ინგლისს მხოლოდ ორი დარტყმა ჰქონდა პირველ ტაიმში, აქედან არცერთი ზუსტი არ ყოფილა, რაც პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.
* ჰარი კეინმა 2023 წელს 48-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ლიდერ ერლინგ ჰალანდს. ამ დუეტს ორი გოლით ჩამორჩება კრიშტიანო რონალდო.
* ევრო 2024-ის შესარჩევში კეინს რვა გოლი აქვს და ჩამორჩება 10-10 გოლის ავტორებს – კრიშტიანო რონალდოსა და რომელუ ლუკაკუს.
* კეინმა მიმდინარე სეზონში კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში 33 ქულა (25+8) დააგროვა.
* კოულ პალმერი „ჩელსის“ მე-13 ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ინგლისის ნაკრებში გარეტ საუტგეიტის მწვრთნელობისას. ლონდონური კლუბი ლიდერია ამ მაჩვენებლით.
ინგლისი-მალტა 2:0
გოლები: 1:0 პეპე (8-საკ.კარში), 2:0 კეინი (75)
ინგლისი: პიკფორდი, ტრიპიერი, მაგუაირი, გეჰი, ტომორი (46. საკა), ალექსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი (61. რაისი), გალაჰერი (46. უოკერი), ფოდენი, კეინი, რეშფორდი (61. პალმერი).
იტალია-მაკედონია 5:2
გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45), 3:1 ატანასოვი (52), 3:2 ატანასოვი (74), 4:2 რასპადორი (81), 5:2 ელ-შაარავი (90)
იტალია: დონარუმა, დარმიანი, აჩერბი, გატი, დიმარკო, ბონავენტურა (62. ფრატეზი), ჟორჟინიო (62. კრისტანტე), ბარელა, ბერარდი (76. ელ-შაარავი), კიეზა (62. ძანიოლო), რასპადორი (90. სკამაკა).
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1. ინგლისი |
7 |
6 |
1 |
0 |
21-3 |
19 |
2. იტალია |
7 |
4 |
1 |
2 |
16-9 |
13 |
3. უკრაინა |
7 |
4 |
1 |
2 |
11-8 |
13 |
4. მაკედონია |
7 |
2 |
1 |
4 |
9-19 |
7 |
5. მალტა |
8 |
0 |
0 |
8 |
2-20 |
0 |
ბოლო ტური. 20 ნოემბერი
მაკედონია-ინგლისი
უკრაინა-იტალია