იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„ჩემი მითითებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ეტორე სეკიმ, დღეს სამინისტროში დაიბარა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რეზოვი, რათა ეცნობებინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება საელჩოში მომუშავე 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რადგან ისინი „პერსონა-ნონ-გრატად“ არიან გამოცხადებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლუიჯი დი მაიოს თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ევროპელ და ატლანტიკურ პარტნიორებთან შეთანხმებით, გამოწვეული იყო იმ აუცილებელი მიზეზებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი თავდასხმით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში“, – განაცხადა დი მაიომ.