იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა
იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა

იტალიამ დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ხუთდღიანი კარანტინი დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ინდური ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვები მოიხსნება აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული აცრილი ან კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის მქონე მოგზაურებისთვის.

ძალაში რჩება ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან ვიზიტორების მიღებაზე მოქმედი აკრძალვა.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები 19 ივნისიდან შევა ძალაში. შეგახსენებთ, მანამდე დიდი ბრიტანეთიდან ჩასვლაზე შეზღუდვები დააწესეს საფრანგეთმა, ავსტრიამ და გერმანიამ. დიდი ბრიტანეთის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევების რაოდენობა 79 პროცენტით გაიზარდა.