იტალიამ და მალტამ მიგრანტებით სავსე გემის მიღებაზე უარი თქვეს
იტალიამ და მალტამ მიგრანტებით სავსე გემის მიღებაზე უარი თქვეს

იტალიამ და მალტამ მიგრანტებით სავსე მორიგი გემი არ მიიღეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული ჰუმანიტარული გემი „ელეონორის“ ბორტზე 100-მდე არალეგალი იმყოფება, რომლებიც მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან ახლოს გადაარჩინეს.

როგორც გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ლაიფლაინის“ წარმომადგენლები იუწყებიან, მიგრანტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ, თუმცა ისინი უკვე დიდი ხანია, ზღვაში იმყოფებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამჟამად გემი იმ ადგილას იმყოფება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მალტის სანაპირო დაცვამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, ამიტომ თუ გემს რაიმე შეემთხვევა, პასუხისმგებლობა სწორედ მალტას დაეკისრება.

როგორც გემის კაპიტანი იუწყება, მიგრანტების სამაშველო ოპერაციის რამდენიმე წუთით დაგვიანების შემთხვევაში ისინი ვერ გადარჩებოდნენ.