იტალიამ და ესპანეთმა შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება კიდევ 15 დღით გაახანგრძლივეს

00:37, 16.09.2026

იტალიამ და ესპანეთმა შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება კიდევ 15 დღით გაახანგრძლივეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკებს და შესაძლო ტერორისტული საფრთხის არსებობას უკავშირდება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების გამომწვევი გარემოებები კვლავ არსებობს, ამიტომ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 31 ივლისს შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 72 000 მიგრანტი შევიდა.

მსგავსი