იტალიამ ჩინეთის პროექტს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მხარდაჭერა გამოუცხადა

10:49, 24.03.2019
Italys Prime Minister Giuseppe Conte (R) greets China's President Xi Jinping upon his arrival for their meeting at Villa Madama in Rome on March 23, 2019 as part of a two-day visit to Italy. (Photo by Alberto PIZZOLI / AFP)        (Photo credit should read ALBERTO PIZZOLI/AFP/Getty Images)

იტალიამ ჩინეთის პროექტს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მხარდაჭერა გამოუცხადა. იტალია „დიდი შვიდეულის“ წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ პროექტს შეუერთდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რომში, იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა მოაწერეს. ორი ქვეყნის მეთაურებმა პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროში.

ხელმოწერილი საინვესტიციო ხელშეკრულება გენუის და ტრიესტის პორტების განვითარებას და ჩინეთში იტალური ფორთოხლის ექსპორტსაც ითვალისწინებს.

ჩინეთის პროექტი, სახელწოდებით „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ითვალისწინებს მილიარდობით ინვესტიციებს ევროპის პორტების, ავტომაგისტრალების, სარკინიგზო გზების, სატელეკომუნიკაციო ქსელებსა და აეროპორტების განვითარებაში. პროექტს მხარი დაუჭირეს საბერძნეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტს აშშ და რამდენიმე ევროპული ქვეყანა აკრიტიკებენ. ისინი შიშობენ, რომ ეს პროექტი ჩინეთის გავლენას გააძლიერებს.

მსგავსი