იტალიამ ავსტრალიაში ექსპორტისთვის განკუთვნილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 250 000 დოზა დაბლოკა
იტალიამ ავსტრალიაში ექსპორტისთვის განკუთვნილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 250 000 დოზა დაბლოკა

იტალიამ ავსტრალიაში ექსპორტისთვის განკუთვნილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 250 000 დოზა დაბლოკა. ვაქცინის ეს დოზა „ასტრაზენეკას“ იტალიის ფილიალშია წარმოებული. იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა.

იტალიის მთავრობას „ასტრაზენეკასთან“ უთანხმოება ვაქცინის მიწოდებაში გაჩენილი ხარვეზის გამო აქვს. ჯერ კიდევ იანვარში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ კომპანია არსებული შეფერხების გამო მკაცრად გააკრიტიკა და კომპანია კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა.

იტალიის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არც „ასრტაზენეკაში“, არც ავსტრალიაში და არც ევროკავშირში არ გაკეთებულა.