იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში საგნად კლიმატურ ცვლილებებს ისწავლიან
იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში საგნად კლიმატურ ცვლილებებს ისწავლიან

იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში აუცილებელ საგნად ბავშვები კლიმატურ ცვლილებებს ისწავლიან. ინფორმაციას გამოცემა „ზი თაიმსი“ ავრცელებს.

იტალიის განათლების მინისტრ ლორენცო ფიორამონტის თქმით, მომავალი წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები კვირაში ერთ საათს დაუთმობენ კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობას. მისივე ინფორმაციით, საგნის შესწავლა სავალდებულო იქნება.