იტალია მზადყოფნას აცხადებს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, თუ ომის დასრულების შეთანხმება კონტროლირებადი სადემარკაციო ხაზის შექმნას გაითვალისწინებს
იტალია მზადყოფნას აცხადებს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, თუ ომის დასრულების შეთანხმება კონტროლირებადი სადემარკაციო ხაზის შექმნას გაითვალისწინებს

იტალია მზადყოფნას აცხადებს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, თუ ომის დასრულების შეთანხმება კონტროლირებადი სადემარკაციო ხაზის შექმნას გაითვალისწინებს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.

იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა უკრაინაში მშვიდობისა დამყარებისა და სწრაფი მოლაპარაკების შესახებ. მან ხაზი გაუსვა იტალიის მზადყოფნას, ამ პროცესში გარკვეული როლი ითამაშოს.

ამასთან, იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მსგავს დისკუსიას ნაადრევს უწოდებს, რადგან კიევი და მოსკოვი ჯერ კიდევ შორს არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისგან. ტაიანის თქმით, თავდაპირველად სამართლიანი მშვიდობა უნდა იქნეს მიღწეული.

იტალიური მედია წერს, რომ დასავლეთში დებატები უკვე იწყებს ფოკუსირებას ომისშემდგომ პერიოდზე, მაშინ როდესაც ყალიბდება სამშვიდობო ჯარების გაგზავნის იდეა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მართვის ან ხელშეწყობის მიზნით.