იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების ნაწილს კვირიდან შეამსუბუქებს

15:15, 30.01.2021

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების ნაწილს კვირიდან შეამსუბუქებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ახალი რეგულაციებით, დღის განმავლობაში მუშაობას განაახლებენ რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე გამარტივდება მოგზაურობა. შეზღუდვები შენარჩუნდება მხოლოდ ხუთ რეგიონში, მათ შორის პულია, სარდინია, სიცილია, უმბრიასა და ბოლზანოს პროვინციაში.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

მსგავსი