იტალია ჯერ ისევ კრიზისშია [ვიდეო]
იტალია ჯერ ისევ კრიზისშია [ვიდეო]

ერთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ჯერჯერობით, მისი მომავალი ბუნდოვანია.

რობერტო მანჩინის იტალია თავის პირველ ოფიციალურ მატჩს შინ, ბოლონიაში ატარებდა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, ახალი მწვრთნელი ჰყავს – იერჟი ბრჟეჩეკი, მაგრამ შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა.

თავად იტალიის ნაკრებში ხმაურიანი სახელები თითქმის აღარ არის. მანჩინიმ დაიწუწუნა იმის გამო, რომ ფეხბურთელების არჩევა არ შეუძლია – სერია A-ს კლუბებში თითქმის არ თამაშობენ იტალიელები. საბოლოოდ, ნაკრებში მოხვდა 19 წლის ნიკოლო ძანიოლორომადან“, რომელსაც უმაღლეს დონეზე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული.

პირველი ტაიმი გუნდებმა აქტიურად ჩაატარეს. მაგრამ ყველა სახიფათო მომენტი სტანდარტული სიტუაციებიდან იქმნებოდა. იტალიელები, ძირითადად, წინ გრძელ პასებს აკეთებდნე მარიო ბალოტელის მიმართულებით, მაგრამ პირველ ტაიმში მარიო ბურთს მხოლოდ 10-ჯერ შეეხო – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ორივე გუნდში.
ანგარიში პოლონელებმა გახსნეს – ჟორჟინიომ თავის საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, ლევანდოვსკიმ შორეულ ძელთან ჩააწოდა და ზელინსკიმ ერთი შეხებით დაარტყა.

ტაიმის ბოლოს იტალიელებმა იმდენად დათმეს, რომ შეტევას შეტევაზე უშვებდნენ. მეორე ნახევარშიც ლევანდოვსკიმ შეეძლო თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა.იტალიამ ანგარიში დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა. ჟორჟინიომ პენალტიდან გაიტანა და გადაარჩინა თავისი გუნდი. მანჩინის გუნდმა მოახერხა თავი გადაერჩინა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდთან, თუმცა, შესაძლებელი იყო დიდი ანგარიშითაც წაეგო.