იტალია და არგენტინა მარადონას პატივსაცემად ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებენ #1TVSPORT
იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ლეგენდარული დიეგო მარადონას პატივსაცემად ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა ტარიკ პანჯიმ.
შეხვედრის ჩატარებას ნეაპოლში აპირებენ, რომლის სტადიონსაც არგენტინელი ლეგენდის სახელი მიანიჭეს. საგულისხმოა, რომ ბოლოს ეს ნაკრებები სწორედ ნეაპოლში შეხვდნენ – მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელშიც არგენტინამ პენალტების სერიაში მოიგო.
ამ მატჩს შეიძლება ერთგვარად სანაკრებო კონტინენტთაშორისი თასი ეწოდოს. შეგახსენებთ, რომ „ევრო 2020“ იტალიამ მოიგო, კოპა ამერიკა – არგენტინამ.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.