ისტორიული შედეგი ქართული სპორტის ისტორიაში - საფინა-ბერულავას წყვილმა პეკინის ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
17:54, 19.02.2022
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა ქართველებისთვის ისტორიული აღმოჩნდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ოლიმპიურ თამაშებში რეკორდულად ბევრი, 9 სპორტსმენი მონაწილეობდა. მთავარი რეკორდი კი ბოლოსწინა დღეს დამყარდა – ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებში მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს კი ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდია.
აქამდე ორ ჩვენიანს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს.
ელენე გედევანიშვილი ტურინი 2006 – მე-10 ადგილი (ფიგურული ციგურაობა).
მორის ყვითელაშვილი პეკინი 2022 – მე-10 ადგილი (ფუგურული ციგურაობა).
ლუკა ბერულავა/კარინა საფინა პეკინი 2022 – მე-9 ადგილი (ფიგურული ციგურაობა).
პეკინის ოლიმპიადაზე კარინა საფინა და ლუკა ბერულავა თავისუფალი პროგრამით 19 თებერვალს გამოვიდნენ და არბიტრებისგან 126.33 ქულა მიიღეს. წინა დღისით მოკლე პროგრამაში 66.11 ქულა ჰქონდათ. ქულების დაჯამების შედეგად მივიღეთ 192.44 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულეს.
პეკინის ოლიმპიადაზე სპორტულ ცეკვებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: