ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე სქი-კროსში, პირველი, ისტორიული ოქროს მედალი ფანი სმიტმა მოიპოვა.
ქალთა დიდ ფინალში, შვეიცარიელმა მოთხილამურემ შესანიშნავად იასპარეზა და იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელი ტრასის განმავლობაში ჩამორჩებოდა მეტოქეებს, ბოლო მონაკვეთზე უშეცდომოდ ისრიალა და პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან ერთად მსოფლიო რეიტინგში ლიდერობაც შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში სქი-კროსის ქალთა ფინალში გასვლა მსოფლიო რეიტინგის პირველმა ოთხმა სპორტსმენმა შეძლო.