ისტორიული გამარჯვება - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა | ბუდაპეშტი 2020
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა | ბუდაპეშტი 2020

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

დაძაბულ ბრძოლაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 9:7 დაამარცხა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს, 19:00 საათზე საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

შემდეგი თამაშების განრიგი ასეთია:

16 იანვარი, ხუთშაბათი: საბერძნეთი – საქართველო – 19:00

18 იანვარი, შაბათი: იტალია-საქართველო –  17:30

20 იანვარი, ორშაბათი: B4 – D4  – 16:00 და  B2-D3 – 20:30

22 იანვარი, ოთხშაბათი – მატჩი მე-15 და მე-16 ადგილებისთვის – 13:00; მატჩი მე-13 და მე-14 ადგილებისთვის – 14:30

24 იანვარი, პარასკევი – ნახევარფინალები –  20:30  და 22:00

26 იანვარი, კვირა  – მატჩი მესამე ადგილისთვის – 19:00

26 იანვარი, კვირა  – ფინალი – 22:00

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.

საქართველო-საფრანგეთის მატჩი იხილეთ ბმულზე