ისტორიული გამარჯვება - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა | ბუდაპეშტი 2020
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
დაძაბულ ბრძოლაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 9:7 დაამარცხა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს, 19:00 საათზე საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.
შემდეგი თამაშების განრიგი ასეთია:
16 იანვარი, ხუთშაბათი: საბერძნეთი – საქართველო – 19:00
18 იანვარი, შაბათი: იტალია-საქართველო – 17:30
20 იანვარი, ორშაბათი: B4 – D4 – 16:00 და B2-D3 – 20:30
22 იანვარი, ოთხშაბათი – მატჩი მე-15 და მე-16 ადგილებისთვის – 13:00; მატჩი მე-13 და მე-14 ადგილებისთვის – 14:30
24 იანვარი, პარასკევი – ნახევარფინალები – 20:30 და 22:00
26 იანვარი, კვირა – მატჩი მესამე ადგილისთვის – 19:00
26 იანვარი, კვირა – ფინალი – 22:00
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.
საქართველო-საფრანგეთის მატჩი იხილეთ ბმულზე