აშშ-ის ისტორიული ძეგლების დაცვის ეროვნულმა ფონდმა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ისტორიული ძეგლების დაცვის ეროვნულმა ფონდმა – კონგრესის მიერ დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ – პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილში საბანკეტო დარბაზის მშენებლობის გამო.
ორგანიზაცია მოითხოვს, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ შეჩერდეს, რადგან, მათი განმარტებით, არ არის გავლილი შესაბამისი შემოწმება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ არცერთ პრეზიდენტს კანონით არ აქვს უფლება, თეთრი სახლის ნაწილები ყოველგვარი შემოწმების გარეშე დაანგრიოს.
თეთრი სახლს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თეთრი სახლის წარმომადგენლის, დეივის ინგლის განცხადებით, „პრეზიდენტ ტრამპს აქვს სრული უფლებამოსილება თეთრი სახლის მოდერნიზაციის, ისევე როგორც მის ყველა წინამორბედს ჰქონდა“.
ცნობისთვის, თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სექტემბერში დაიწყო.
ისტორიული ძეგლების დაცვის ეროვნულმა ფონდმა სარჩელით მიმართა ტრამპს თეთრი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში საბანკეტო დარბაზის მშენებლობის გამო.