ისტორიაში პირველად, რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა
ისტორიაში პირველად, რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ, ისტორიაში პირველად, ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი, ნატალი ბისქარტი დანიშნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ნატალი ბისქარტი წარმოშობით საფრანგეთიდანაა და ის ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია, რომელსაც ასევე სინოდში ხმის მიცემის უფლება ექნება.

ნატალი ბისქარტი მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და სინოდთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხებს განიხილავს.