ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯი „ტიერ 1“-ის მატჩებზე იმსაჯებს #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯი „ტიერ 1“-ის მატჩებზე იმსაჯებს #1TVSPORT

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში „ტიერ 2“  ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც „ტიერ 1“ ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.

ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება.

შეგახსენებთ, მანამდე, 19 ივნისს ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და იტალიის, ხოლო 25-ში ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის.

„ზაფხულის საერთაშორისო მატჩების პერიოდში, 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას ვიმსაჯებ და ვფიქრობდი, რომ მეტი დანიშვნა აღარ მექნებოდა, თუმცა, დამიკავშირდა მსოფლიო რაგბის მსაჯების ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში და მამცნო, რომ დანიშნული ვარ უელსი-კანადისა და რუმინეთი-შოტლანდიის მატჩებზე მოედნის მსაჯად. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც „ტიერ 2“-ის ქვეყნის წარმომადგენელი ცენტრს უმსაჯებს „ტიერ 1“ ქვეყნის ნაკრებს“, – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.

წყარო: Rugby.ge

დატოვე კომენტარი