ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალისტი გახდა #1TVSPORT
ორ წელიწადში ერთხელ ტოკიოში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი გუნდურ ასპარეზობაში Team Trophy-ს თასზე.
საქართველოს ნაკრები, გუნდის წევრთა 2025 წლის ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მიმდინარე სეზონის გრან პრის სერიების საერთო შედეგების გათვალისწინებით (4 495 ქულა), ისტორიაში პირველად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში.
ჩემპიონატზე დაშვებულია სულ 6 ქვეყნის გუნდი. საქართველოს გარდა, ტოკიოში დაგეგმილ ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება 17- 20 აპრილს, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები.