„ისთ ფოინთთან“ ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, „ისთ ფოინთთან“ მდებარე ღია ეზოში პლასტმასის მილები დაიწვა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.