„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი

ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, – ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, საუბარია ერთი მხრივ, ინფიცირებულთა რაოდენობის დაკლების მიზნით, დამატებითი შეზღუდვებით მობილობის შემცირებაზე, ხოლო მეორე მხრივ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობაზე.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება, ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა თეიკო ლომინაძემ.