„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც შემდეგ აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, ამიტომ თუნდაც მკაცრი რეგულაციები ისევ არის გადარჩენის გზა
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც შემდეგ აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, ამიტომ თუნდაც მკაცრი რეგულაციები ისევ არის გადარჩენის გზა

ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ, რითეილის სექტორს გვეხება, წინასწარ ვიცოდეთ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი, – ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნეს სექტორს შორის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მკაცრი რეგულაციები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს,  გარკვეულწილად გადარჩენის გზაა.

„გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები. პრინციპში, ამ კონსულტაციებს ჩვენ პანდემიის დასაწყისშივე ვადევნებდით თვალს და ვიყავით მონაწილეები, თუმცა არის მეორე ტალღა და ძალიან ინტენსიური კონსულტაციებია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ, რითეილის სექტორს გვეხება, ვიცოდეთ წინასწარ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი. განიხილება გარკვეული მკაცრი შეზღუდვები, რომელზეც, ბიზნესის გადმოსახედიდან, პირველი რეაქცია არის თითქოსდა მიუღებელი, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, პირველ რიგში, როგორც ადამიანებს, რომ საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მერე აუცილებლად ირიბადაც აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვების გარეშე, ამიტომ ეს დროებითი, თუნდაც მკაცრი, გარკვეული დამატებითი რეგულაციები ისევ არის გარკვეულად გადარჩენის გზა,“- განაცხადა თეიკო ლომინაძემ.