ისრაელში„ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინით აცრილი 163 000 ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 31-ს შეხვდა
ისრაელში„ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინით აცრილი 163 000 ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 31-ს შეხვდა

ისრაელში კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინის ორივე დოზით 163 000 ადამიანი აცრეს, მათგან ვირუსი მხოლოდ 31 ადამიანს შეხვდა.

31-ვე ინფიცირებული სახლში მკურნალობს და მათ ვირუსის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორიცაა მაგალითად, თავის ტკივილი. ადგილობრივი ჯანდაცვის პროვაიდერების ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქვინა 92 პროცენტით ეფექტურია.

ისრაელში დღეში 200 000 ადამიანის აცრა ხდება. ამ კვირაში 35 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს.