ისრაელში უკრაინის ელჩი – ისრაელის მთავრობისგან მეტ მხარდაჭერას ველოდებოდით

06:31, 12.03.2022

ისრაელში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევგენი კორნიჩუკი ომის დროს ისრაელის მთავრობისგან გამოხატულ მცირე სოლიდარობას იმედგაცრუებად აფასებს.

„ჩვენ ძალიან მცირე მხარდაჭერა მივიღეთ ისრაელის მთავრობისგან. ისინი არც სანქციებს შეუერთდნენ, არც სამხედრო თვალსაზრისით დაგვეხმარნენ. დრო კი გადის და ეს დრო, სამწუხაროდ, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა Channel 12 News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ევგენი კორნიჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს არ დანებდება და სურს, ეს ყველამ იცოდეს.

„მე არავინ ვარ, გავაკრიტიკო ისრაელის მთავრობა, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ჩვენი პრეზიდენტის დედა ებრაელია და ზელენსკის ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა ისრაელის მთავრობისგან“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა ინტერვიუში.

მსგავსი