ისრაელში სხვა ქვეყნიდან ჩასულები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან
ისრაელში სხვა ქვეყნიდან ჩასულები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან

ყველა ადამიანი, ვინც ისრაელში სხვა ქვეყნიდან ჩავა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრია, თუმცა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყველაფერზე წინ დგას.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ძალაში ორი კვირის განმავლობაში იქნება. ახალი რეგულაცია 12 მარტიდან შევა ძალაში.

ისრაელში ახალი კრონავირუსით დაინფიცირების 42 შემთხვევაა გამოვლენილი.