ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. „გარდიანის“ ცნობით, ქვეყანაში გაიხსნა სილამაზის სალონები, მაღაზიების ნაწილი, ასევე პარკები. 20 თებერვლამდე კვლავ შეზღუდულია საერთაშორისო ფრენები, ასევე ჩაკეტილია სახმელეთო საზღვრები.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირაში მინისტრთა კაბინეტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და შეზღუდვების გამარტივებაზე იმსჯელებს.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო და სამ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია.

ქვეყანაში მკაცრი კარანტინი 27 დეკემბერს გამოცხადდა და ოთხჯერ გახანგრძლივდა.

ისრაელში სულ კორონავირუსის 687 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 5 000 პაციენტი.