ისრაელში შესაძლოა, კარანტინი ისევ გამოცხადდეს
ისრაელში შესაძლოა, კარანტინი ისევ გამოცხადდეს

ისრაელში შესაძლოა, კარანტინი ისევ გამოცხადდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 898 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში, ისრაელში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 44 ათასს აჭარბებს. დაღუპულია 380 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ოპერატიულ შტაბთან შეხვედრას მართავს.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, შესაძლოა, ისრაელში კვლავ დაიხუროს სანაპიროები. ასევე, სავარაუდოდ, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

დატოვე კომენტარი