ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს.

„სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ; დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები; ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება; გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს; შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.

საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ; შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.