ისრაელში სასამართლოს რეფორმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ისრაელში სასამართლოს რეფორმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელში სასამართლოს რეფორმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ისრაელის პოლიციამ თელ-ავივში, საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები აიალონის გზატკეცილის გადაკეტვას ცდილობდნენ. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ანარქისტების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს. პოლიციამ 23 დემონსტრანტი დააკავა.

ისრაელის მთავრობის რეფორმა მმართველი კოალიციის დეპუტატებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს მოსამართლეთა არჩევისას და ზღუდავს უზენაესი სასამართლოს მოქმედების სფეროს კანონმდებლობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ გადაწყვეტილების გასაუქმებლად. ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მთავრობის გეგმა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას.