ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. თელ ავივში დემონსტრანტებმა იერუსალმისკენ მიმავალი მაგისტრალი გადაკეტეს და ბენ გურიონის აეროპორტისკენ გაემართნენ.
დემონსტრანტებს აიალონის გზატკეცილის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციაზე არასათანადო ქცევის ბრალდებით პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
სასამართლო რეფორმის მოწინააღდეგეებმა „წინააღმდეგობის დღე“ გამოაცხადეს და თელ ავივში, ჰაბიმას მოედანზე ხელი მოაწერეს ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლს. საპროტესტო აქციები ისრაელის სხვა ქალაქებშიც იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.