ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სადეპორტო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს ხვდება

12:15, 13.06.2019

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება რამლეს სადეპორტო ცენტრში და ხვდება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაცია იგეგმება საქართველოში. მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძინა ბილეთები. დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა მოხდება ეტაპობრივად.

მათივე ინფორმაციით, გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება.

მსგავსი