ისრაელში საქართველოს საელჩო - ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, აეროპორტი განაგრძობს მუშაობას
ისრაელში საქართველოს საელჩო - ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, აეროპორტი განაგრძობს მუშაობას

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება უსაფუძვლოა, რადგან აეროპორტი განაგრძობს მუშაობას.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სიახლეა საქართველოს მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება!

ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!

რაც შეეხება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეებისა და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები:
– ელ ალი
– ისრეარი
– აირკია.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.

თქვენი ინფორმაციისთვის თან ვურთავთ ფრენების განრიგს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე – ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.