ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში დამატებითი შეზღუდვების შესახებ მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, 2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები, კერძოდ:

ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;

ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;

იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ახალი შეზღუდვების პარალელურად, ძალაში რჩება წინა შეზღუდვებიც.