ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს - კერძო პირების მიერ გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და შეიცავს რისკებს
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს - კერძო პირების მიერ გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და შეიცავს რისკებს

ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი.

„ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები, რომლებიც ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან ჩარტერული ფრენების მეშვეობით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი.

საქართველოს მიმართულებით ავიარეისის თარიღთან დაკავშირებით, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.