ისრაელში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ლიკუდი“ და ცენტრისტული ალიანსი „ლურჯი და თეთრი“ ლიდერობენ
ისრაელში საარჩევნო ხმების უმრავლესობის დათვლის შემდეგ, მმართველი პარტია „ლიკუდი“ და ცენტრისტული ალიანსი „ლურჯი და თეთრი“ ლიდერობენ, რომელსაც თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ბენ განცი ხელმძღვანელობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თითოეული მათგანი 35 სავარძლის დაკავებას ახერხებს. აღნიშნული მაჩვენებლით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის პარტიას მემარჯვენე კოალიციის შექმნა მოუწევთ.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ მოუპოვებია. მათ ყოველთვის კოალიციების ჩამოყალიბება უწევთ. არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.