ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმნფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა ორი მფრინავი. ეკიპაჟის მესამე წევრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებში დაწყებულია გამოძიება, სასწავლო ფრენები კი, დროებით შეჩერებულია.