ისრაელში ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შეეძლებათ
ისრაელში ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შეეძლებათ

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მოქალაქეების სხვა ჯგუფებისთვის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციას სამინისტრო ეპიდვითარების შესწავლის საფუძველზე მოგვიანებით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი მესამე დოზა მოქალაქეებს ზაფხულში შესთავზა.

მეოთხე დოზის გაკეთებაზე ნებართვა ისრაელის ჯანდაცვის სამინიტრომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო გასცა.

ისრაელი ასევე არის ერთ-ერთ პირველი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ გამოყენებას შეძლებენ.

ისრაელში ამაჟამად კორონავიურსით ინფიცირებულია 20 000 ადამიანი, მათგან 94-ის მდგომაროება მძიმეა.