ისრაელში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

13:49, 02.05.2021

ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყანაში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია დროშები.

მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი დაიღუპა. ფესტივალს 100 000 ადამიანი ესწრებოდა.

მსგავსი