ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს საკარანტინო ზომები ამოქმედდება
ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს საკარანტინო ზომები ამოქმედდება

კორონავირუსული ინფექციის შეკავების მიზნით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ყოველი კვირის ბოლოს საკარანტინო ზომების ამოქმედებაზე შეთანხმდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, პარასკევიდან კვირის დილამდე დაიხურება საბავშვო ბაღები და რესტორნები, შეიზღუდება დახურულ სივრცეში შეკრებები მაქსიმუმ 10 ადამიანამდე.

მოქალაქეებს გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზეზით შეეძლებათ, მაგალითაც, როგორიცაა საკვებისა და მედიკამენტების ყიდვა.

საკარანტინო შეზღუდვები შეეხება საზღვაო სანაპიროებსა და სავაჭრო ცენტრებსაც.

ისრაელში ახალი ზომების მიღება აუცილებელი გახდა, რადგან „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

16 ივლისს, ისრაელში „კოვიდ-19“ 1 901 ადამიანს დაუდასტურდა.