ისრაელში კოვიდტესტი სავალდებულო იქნება სამი წლის ასაკიდან ყველა ბავშვისთვის, ვისაც სკოლაში, საცურაო აუზზე, სასტუმროში ან სავარჯიშო დარბაზში შესვლა სურს
ისრაელში კოვიდტესტი სავალდებულო იქნება სამი წლის ასაკიდან ყველა ბავშვისთვის, ვისაც სკოლაში, საცურაო აუზზე, სასტუმროში ან სავარჯიშო დარბაზში შესვლა სურს

ისრაელში მომავალი კვირიდან კოვიდტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება სამი წლის ასაკიდან ყველა ბავშვისთვის, ვისაც სკოლაში, საცურაო აუზზე, სასტუმროში ან სავარჯიშო დარბაზში შესვლა სურს.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 3-და 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტესტის გაკეთება უფასო იქნება და ამ ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში უკვე მოქმედებს წესი, რომელიც 12 წლის ასაკიდან ყველა მოზარდს სხვადასხვა დაწესებულების სტუმრობისას ავალდებულებს ე.წ. მწვანე სერტიფიკატის წარდგენას, რაც ადასტურებს, რომ პირი ვაქცინირებულია, ან აქვს გაკეთებული ტესტი, რომლის პასუხიც ნეგატიურია ან გადატანილი აქვს „კოვიდ-19“.

ისრაელში ასევე განიხილავენ ვაქცინის მესამე დოზით აცრის გაფართოებას. ამ დრომდე მესამე დოზას ისრაელში მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს უკეთებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების წინააღმდეგია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მოქალაქის ორი დოზით აცრა.