ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება
ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება

ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება.

ისრაელში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 169 ადამიანს გამოუვლინდა, რაც თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავრობამ ხელისუფლებას მოუწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ეს გაფრთხილება იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ამასთან, მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოქალაქეთა უმეტესობა უკვე აცრილია. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისრაელმა 15 ივნისს გააუქმა.