ისრაელში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ისრაელში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

ისრაელში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 21 ივნისს ქვეყანაში კორონავირუსი 125 ადამიანს დაუდასტურდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ჩეზი ლევის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70 პროცენტი დელტა ვარიანტია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალაურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო ინფიცირებულთა მესამედი აცრილი იყო.

ისრაელში ნიღბების ტარების ვალდებულება გასულ კვირას გაუქმდა. ამჟამად ისრაელში 434 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 258-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. ისრაელის 5.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინაციის პირველი დოზა, ხოლო 5.1 მილიონმა მეორე დოზა მიიღო. ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სამხედროებს მოუწოდებენ, მზად იყვნენ ქვეყნის მასშტაბით ტესტირების ცენტრების გასახსნელად.

დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს და ძლიერ გადამდებია.

დატოვე კომენტარი