ისრაელში „ჰამასის“ ტყვეობიდან სამი მძევლის გათავისუფლებას ზეიმობენ [ვიდეო]
ისრაელში ხალხი მძევლების გათავისუფლებას ზეიმობს. თელ ავივში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ისინი თავდაცვის სამინისტროს შტაბბინის წინ მდებარე „მძევლების მოედანზე“ შეიკრიბნენ, სადაც ეკრანი იყო დადგმული.
გათავისუფლებული მძევლების კადრებში დანახვის შემდეგ, ხალხი ტაშს უკრავდა, ერთმანეთს ეხვეოდა და ტიროდა.
„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სპეციალურ სამხედროებს.
Extremely moved, together with hostages’ families and EU countries’ Ambassadors at Hostages Square in Tel Aviv, to receive the news that Romi Gonen, Emily Damari and Doron Steinbrecher, kept hostages for 470 days by Hamas in Gaza, were received by the IDF. #BringThemHomeNow pic.twitter.com/KgcFgjqMbK
— Dimiter Tzantchev (@DTzantchev) January 19, 2025