ისრაელში დიდი ბრიტანეთის ელჩი - ჩვენ გვჭირდება ისრაელის გამარჯვება, „ჰამასს“ არ უნდა დარჩეს კონტროლი ღაზის სექტორში, ამავდროულად, ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები
ისრაელში დიდი ბრიტანეთის ელჩი - ჩვენ გვჭირდება ისრაელის გამარჯვება, „ჰამასს“ არ უნდა დარჩეს კონტროლი ღაზის სექტორში, ამავდროულად, ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები

ჩვენ გვჭირდება ისრაელის გამარჯვება, „ჰამასს“ არ უნდა დარჩეს კონტროლი ღაზის სექტორში, – ამის შესახებ ისრაელში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, საიმონ უოლტერსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები.

უოლტერსის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ებრაული თემის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ზრდის გამო.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ანტისემიტიზმის გამო. შემაშფოთებელია, რომ საპროტესტო აქციების დროს ჩვენ ვნახეთ ანტისემიტური ლოზუნგები და მოწოდება ჯიჰადის მხარდაჭერისკენ. მთავრობა პასუხობს ამას, ის სერიოზულად ეკიდება დიდ ბრიტანეთში ებრაელების უსაფრთხოებას“, – განაცხადა უოლტერსმა.