ისრაელში დეპუტატებმა ქნესეთის დაშლას მხარი დაუჭირეს, ბოლო ოთხ წელიწადში ქვეყანაში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

12:20, 30.06.2022

ისრაელში დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ქნესეთის დაშლას – ბოლო 4 წელიწადში ქვეყანაში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო მოწვევის პარლამენტის დაშლას 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ისრაელში მორიგი არჩევნები პირველ ნოემბერს ჩატარდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იაირ ლაპიდი გახდება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შეხვედრას დღეს გამართავენ.

მსგავსი